Diamond Nest

STORE

„Diamond Nest“ 2022 წლიდან ზრუნავს საიუველირო სამყარო შეავსოს ლამაზი და დახვეწილი ნაკეთობებით. თავდაპირველად ჩვენი კომპანია ორიენტირებული იყო მდიდრული ძვირფასი ქვების იმპორტზე, ძირითადად - სხვადასხვა ფორმის და ზომის ბუნებრივ ბრილიანტებზე. დროთა განმავლობაში კი „Diamond Nest“ გადაიქცა ART სახლად, სადაც ძვირფასი ქვები და ოქრო, ყველაზე მბზინავი ნაკეთობები, გაერთიანდნენ შეუდარებელი სამკაულების შესაქმნელად

გამორჩეული პროდუქტები

ნახე ყველა

პერსონალური სამკაულის შეკვეთა

ექსკლუზიური სამკაული იქმნება დამკვეთის მიერ შერჩეული დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით. ეს არის შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს დამკვეთის უშუალო მონაწილეობასა და ჩართულობას. შეხვედრისას „Diamond Nest“-ის გუნდი ქმნის მომავალი სამკაულის ესკიზს.

პროცესის განმავლობაში ხორციელდება შესაბამისი ძვირფასი ქვებისა და მასალის შერჩევა, შემდეგ კი იქმნება სამკაულის 3D მოდელი.

თითოეული ექსკლუზიური ნამუშევარი კომპლექსური პროცესის შედეგია, რომელსაც ჩვენი გუნდი უმაღლესი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით ასრულებს.

პერსონალური სამკაული
სამკაულის რესტავრაცია

სამკაულის რესტავრაცია / განახლება

იმისათვის, რომ ძველ, დაზიანებულ ან მოდიდან გასულ სამკაულს ახალი სიცოცხლე აჩუქოთ, „Diamond Nest“ გთავაზობთ რესტავრაციისა და განახლების სერვისს.

დამკვეთისა და „Diamond Nest“-ის გუნდის შეთანხმებით, ხდება ძველი სამკაულის ფრაგმენტაცია არსებული მინერალების დაზიანების გარეშე და იქმნება ახალი სამკაული.

დამკვეთის სურვილის მიხედვით შესაძლებელია ძვირფასი ლითონებისა და ქვების შეცვლა ან დამატება, რათა საბოლოო ნამუშევარმა სრულიად ახალი, უნიკალური სახე მიიღოს.

ბლოგი