ექსკლუზიური სამკაული
ექსკლუზიური სამკაული იქმნება დამკვეთის მიერ შერჩეული დიზაინისა და სურვილების გათვალისწინებით. ეს არის შრომატევადი პროცესი, რომელიც მოითხოვს დამკვეთის უშუალო მონაწილეობასა და ჩართულობას.
შეხვედრისას „Diamond Nest“-ის გუნდი ქმნის მომავალი სამკაულის ესკიზს. პროცესის განმავლობაში ხორციელდება შესაბამისი ძვირფასი ქვებისა და მასალის შერჩევა, შემდეგ კი იქმნება სამკაულის 3D მოდელი.
თითოეული ექსკლუზიური ნამუშევარი კომპლექსური პროცესის შედეგია, რომელსაც ჩვენი გუნდი უმაღლესი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით ასრულებს.