რესტავრაცია & განახლება
იმისთვის, რომ ძველ, დაზიანებულ ან მოდიდან გასულ სამკაულს ახალი სიცოცხლე აჩუქოთ, „Diamond Nest“ გთავაზობთ რესტავრაციისა და განახლების სერვისს.
დამკვეთისა და „Diamond Nest“-ის გუნდის შეთანხმებით, ხდება ძველი სამკაულის ფრაგმენტაცია არსებული მინერალების დაზიანების გარეშე და იქმნება სრულიად ახალი სამკაული.
დამკვეთის სურვილის მიხედვით შესაძლებელია ძვირფასი ლითონებისა და ქვების შეცვლა ან დამატება, რათა საბოლოო ნამუშევარმა სრულიად ახალი, უნიკალური სახე მიიღოს.
დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის